The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო სალთხუციშვილი

დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1985  (40 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2007 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2016-2020 წლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიება და ტრენერთა ტრენინგი ამავე თემაზე; პროგრამა ანტიდისკრიმინაციულ საკითხებზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, პედაგოგიკა და ფსიქოლოგია; შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული; 2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა; 2022 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2007 წელს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს სტაჟიორი; 2007-2008წწ. - რუსთავის რაიონული პროკურატულის სტაჟიორი და შემდეგ სპეციალისტი; 2009-2013წწ. - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2013-2015წწ. - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2015-2016წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი; 2016-2019წწ. - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე; 2019-2021წწ. - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე; 2021-2023წწ. - მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილე. 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ახალქალაქოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: