The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა კაციტაძე

მამუკა კაციტაძე
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1965
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 1992  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

1989 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1988 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში (მონაწილეა 1988 წლის ნოემბრის და 1989 წლის აპრილის დღეების). 1989 წლიდან იყო ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი და ამავე პარტიის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. მამუკა კაციტაძის ინიციატივით საჩხერეში დაარსდა არაფორმალური გაზეთი "მიზანი". 1992 წლის 12 ივნისს საჩხერელებმა კვების პროდუქტები გაუგზავნეს სამაჩაბლოში საომრად წასულ საჩხერის ბატალიონის მებრძოლებს, დაიღუპა 13 ივნისს გორში ცნობილი შეტაკების დროს. დაიღუპა 1993 წლის 21 თებერვალს სოფელ კინდღის მისადგომებთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.227-228


გააზიარე: