The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ტორაძე

მაია ტორაძე
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1965  (61 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1995 წელს; თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პრესის თეორიისა და პრაქტიკის ასპირანტურა 2003 წელს.

1990–1993წწ. იყო ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი; 1993–1994წწ. გაზეთ "ქართველი ერის" რედაქტორის მოადგილე; 1994 წელს გაზეთ "შანსის" კორესპონდენტი; 1994–1997 გაზეთ "კავკასიონის" პასუხისმგებელი რედაქტორი; 1997–2002 გაზეთ "სვობოდნაია გრუზიას" კორესპონდენტი; 2002–2003წწ. გაზეთ "აქცენტის" რედაქტორი; 2005–2012წწ. სდასუს (საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის) ასოცირებული პროფესორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" მთავარი სპეციალისტი; 2007–2012წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2010-2011წწ. ორგანიზაცია "საქართველოს რეგიონული მედიაინიციატივების ინსტიტუტი", ტელეპროექტი "რეგიონის დროით" – ჟურნალისტი; 2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2014 წლიდან საუნივერსიტეტო პროექტის – "პუბლიცისტური ნარკვევები უნივერსიტეტის დამფუძნებელთა შესახებ" რედაქტორი და შემდგენელი; 2015-2016წწ. საუნივერსიტეტო პროექტის გადაცემა "სუპერ–ეგო" გადაცემის პროდიუსერი; 2016 წელს : დოიჩე ველე აკადემიის პროექტის (DOE - 102 GE) – "მედია აზერბაიჯანში" მედიამონიტორ- ინგის სპეციალისტი; პროექტ - სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია - "ახალი სტანდარტები და მიდგომები: კვლევები განათლების, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის შესახებ" ("დოიჩე ველე აკადემიის" დაფინანსებით) ორგანიზატორი; პროექტ "მედიის კრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის" ("დოიჩე ველე აკადემიის" დაფინანსებით), "მედია და სამართალი სამხრეთ კავკასიაში" (DOE-GE1100) პროექტის კოორდინატორი, უფროსი მეცნიერ-მკვლევარი; 2017-2018წწ. საუნივერსიტეტო პროექტ – გადაცემა "უნივერსია" ჟურნალისტი; 2019 წელს აფხახზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით გაზეთ "ჩემი აფხაზეთის" სპეციალური ნომრის მომზადების სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელი; 2021 წ. აპრილი - 2021 წ. აგვისტო "ქალი ჟურნალისტების გაძლიერება და მედია მრავალფერვნების მხარდაჭერა" პროექტის (საქართველოში ნიდერლანდების სამეფო საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი TBI/MRF/2021/02) ტრენერი; 2022 წ. მარტი - 2023წ. მარტი "მედიახმა/Media Voice: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვითცენზურა" პროექტის (საქართველოში ნიდერლანდების სამეფო საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი) კოორდინატორი; 2023 წელს სოლიდარობის ჟურნალისტიკა: ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან შვედეთის ქ. ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაცია Glada Hudik-teatern ("გლადა ჰუდიკ თეატრის") მიერ, შვედური ინსტიტუტის დაფინანსებით კოორდინატორი; 2023-2024წწ. TSU Media - პორტალი სტუდენტებისთვის (აშშ- ის საელჩოს MEP- ის ALUMNI ფონდის გრანტი, International Center for Journalists) გრანტის ავტორი და ხელმძღვანელი; 2023 წ. მარტი - 2024წ. მარტი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გრანტი: "სახელმძღვანელოების კონკურსი 2023" პროექტის ავტორი და განმახორციელებელი; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, არის სახელმძღვანელოების, პუბლიცისტური კრებულების ავტორი და თანაავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თანამედროვე ქართული პრესა და არჩევნების პრობლემა (ჟურნალისტური ასპექტები)", დაიცვა 2006 წელს. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.162; tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი - "მედიახმა", თავმჯდომარე (2023-)
  • არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი - "მედიახმა", წევრი (2015-2023)
  • თსუ–ის მულტიმედია ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2014-2017)
  • მედიისა და კომუნიკაციის კვლევის საერთაშორისო ასოციაცია (IAMCR), წევრი (2018-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: