The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ მაისურაძე

ავთანდილ მაისურაძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1955
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 2025  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, ახალი სპორტის სასახლის პირდაპირ, თბილისი
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხმორი, ონის რაიონი.

1976 წელს საბჭოთა კავშირის პირველობის თასის მფლობელი გახდა კლასიკურ ჭიდაობაში. იმავე წელს ევროპის თასი მოიგო (1976). 1978 წელს მსოფლიოს უძლიერეს "კლასიკოსებთან" ჭიდილში შვედეთის ქალაქ კლაპანის საერთაშორისო ტურნირის ლაურეატი გახდა. ხუთჯერ გამოვიდა ხალიჩაზე, ოთხი შეხვედრა ვადაზე ადრე დაამთავრა, ერთიც ქულებით მოიგო და შვედეთიდან ოქროს მედლით დაბრუნდა. იყო პოდდუბნის ტურნირის ორგზის გამარჯვებული; მეორე ადგილი (მძიმე წონა) ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1976, ულიანოვსკი; მეორე ადგილი (მძიმე წონა) ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1978, ზაპოროჟიე; მესამე ადგილი (მძიმე წონა) ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1982, ზაპოროჟიე; პირველი ადგილი (მძიმე წონა) ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1983, მოსკოვი; სსრკ VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983). გადაღებულია კინოფილმებში "ხარება და გოგია" (სანდრო ყავლაშვილი-ძია, რეჟ. გიორგი შენგელაია, 1987). ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023.- გვ.288-289; ქართული სპორტი: sport.gov.ge; საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედარაცია: facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - ევროპის თასის მფლობელი
  • 1975 - მსოფლიოს ჩემპიონი (ახალგაზრდებს შორის)
  • საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

გააზიარე: