The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სპარტაკ ქობულია

სპარტაკ ქობულია
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1949  (77 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1972 წელს.

სტუდენტობის წლებში იყო თბილისის უნივერსიტეტის პრესცენტრის ხელმძღვანელი და გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" განყოფილების შტატგარეშე გამგე, სტუდენტთა სასწავლო ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში. ამ გაზეთში განვლო მან პრაქტიკოსი ჟურნალისტის გზა: იყო კორესპონდენტი, პასუხისმგებელი მდივნის მოადგილე, განყოფილების გამგე, პასუხისმგებელი მდივანი. 1981 წელს დააწინაურეს გაზეთ "ქუთაისის" მთავარ რედაქტორად. 1988-1991წწ. იყო გაზეთ "სახალხო განათლების" (შემდეგ "განათლების", "ერის") მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1993 წლის დეკემბრიდან არის გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილე. ორი პუბლიცისტური კრებულის და 1000–ზე მეტი პრობლემური სტატიის ავტორი. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.164

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: