| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ლოთიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2010 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 2012 წელს; 2012-2023წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები - გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია; მართლმსაჯულება და საინფორმაციო ტექნოლოგიები; სამოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალური საკითხები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი; 2018 წელს გაიარა ტრენინგი - გადაწყვეტილების დასაბუთება და ნორმის განმარტება; 2021 წელს გაიარა ტრენინგი - ბავშვის უფლებათა კოდექსი; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2011-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი/სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე; 2019-2023წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

