| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა კაჭკაჭიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებულ სკოლა. აქტიურად მონაწილეობდა კონკურსებში. მიღებული ჰქონდა მრავალი დიპლომი და ფასიანი საჩუქარი, შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის დროს, 1984 წელს II კურსიდან გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იყო ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ასპირანტი, დაწყებული ჰქონდა მუშაობა სადისერტაციო თემაზე. 1993 წლის იანვრიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მომდინარე საომარი კონფლიქტში, იყო არტილერისტი. დაიღუპა 1993 წლის 1 ივნისს სოფელ კინდღში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.228-229 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

