The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასო ფრანგიშვილი

ვასო ფრანგიშვილი
ოფიციალური სახელი:ვასილ ფრანგიშვილი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2004  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

1960 წლიდან მუშაობდა ჟაკარდულ საქსოვ წარმოებაში, სადაც განსაკუთრებული თარიღებისთვის ორიგინალური საცალო სუვენირ-ხალიჩები იქსოვებოდა. ჯერ იყო ქვეოსტატი, შემდეგ კი სარემონტო ბრიგადის ბრიგადირი; რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში, ხუთჯერ გახდა "ხელმარჯვე ოსტატის" რესპუბლიკური შეჯიბრების გამარჯვებული. აღზარდა 50-ზე მეტი ძირითადი პროფესიის სპეციალისტი, რომლებსაც უანგაროდ უზიარებდა ცოდნა-გამოცდილებას. არჩეული იყო რამდენიმე მოწვევის რაიონული საბჭოს დეპუტადად.  

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. - გვ.47

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - სენაკის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: