The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კობა კობერიძე

კობა კობერიძე
Date of birth:30 June, 1943  (82 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ხელოვნება შეისწავლა კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების მუშაკთა კლუბში ქორეოგრაფ ბ. კალანდაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ცეკვავდა თბილისის საქალაქო ტრანსპორტის სამმართველოსთან არსებულ თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში ბუხუტი დარახველიძის ხელმძღვანელობით. 1963 წელს მოცეკვავე-მსახიობად მიიღეს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლის შემადგენლობაში. წარმატებით ასრულებდა პარტიებს ცეკვებში: "ძველი თბილისის სურათები", "ლელო", "ხანჯლური", "ყაზბეგური" და სხვა. იგი ხშირად დაკავებული იყო საგასტროლო მოგზაურობით. არის 1962 წელს ფინეთში, ჰელსინკში გამართული მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მერვე ფესტივალის ლაურეატი. დაჯილდოებულია ბევრი საპატიო სიგელით. იგი ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქრთველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგფადოების პირველ ექსპერიმენტულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.218

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: