| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2014 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; საქართველოს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის განხრით 2016 წელს; 2017 წლიდან იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი; 2022 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2022 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2015-2023წწ. - მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2024 წლის დეკემბრიდან - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; მცხეთის რაიონული სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

