| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზამირა კოტაევა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მაირამი, ჯავის რაიონი. ოსური ცეკვის ანბანი საშუალო სკოლის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში შეისწავლა. 1961 წელს ჩაირიცხა სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე მსახიობად. მრავალფეროვანია ზ. კოტაევას საკონცერტო გამოსვლები, აღსანიშნავია ცეკვა "ნარნარი", რომელსაც თავის მეუღლესთან - პეტრე ტეხოევთან ერთად ასრულებდა. იგი ხშირად მონაწილეობდა სახალხო ზეიმებსა და დღესასწაულებისადმი მიძღვნილ კონცერტებსა და სატელევიზიო გადაცემებში. 1971 წელს გამოვიდა საზეიმო კონცერტზე მოსკოვის კრემლის ყრილობათა სასახლეში, 1981 წელს საქართველოში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. 1982 წელს მოსკოვში, სახალხო მეურნეობის საკავშირო გამოფენაზე კონცერტით გამოსული პირველი ხარისხის მედლითა და დიპლომით დააჯოლდოეს. 1965 წელს არჩეულ იქნა სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მოწვევის დეპუტატად. 1983 წლიდან ზ. კოტაევა ემსახურებოდა ახალგაზრდების აღზრდის საპატიო საქმეს. დაჯილდოებულია ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1968), ალკკ ცხინვალის საქალაქო კომიტეტის საპატიო სიგელით (1970). წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.1988.-219გვ. Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

