| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ლომსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ხელოვნებას ეზიარა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში ქორეოგრაფ კ. მანჯგალაძის ხელმძღვანელობით. 1962-1963 წლებში ცეკვავდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში საქართველოს სახალხო არტისტის ბ. დარახველიძის ხელმძღვანელობით. 1963 წელს მიიღეს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლის შემადგენლობაში. მრავალმხრივი მოცეკვავე წარმატების ასრულებდა ცეცხლოვან მთიულურ და სახასიათო ცეკვებს, როგორიცაა: "ყაზბეგური", "ხანჯლური", "შეჯიბრი", "მხედრული", "ხევსურული", "აჭარული", "ხაბარდა, "ლელო" და სხვა. იგი 1962 წელს ფინეთის დედაქალაქ - ჰელსინკში ჩატარებული მსოფლიო ახალგაზრდობის VIII ფესტივალის ლაურეატია. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.224 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

