| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ჩიქობავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1935 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მშობლიური რაიონის რკინიგზის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობით დაიწყო მუშაობა. გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში საპირველმაისო დემონსტრაციისას მის მიერ ღერძზე შესრულებულმა ვარჯიშმა მაყურებელი აღაფრთოვანა. I942-I985წწ. რაიონის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე იყო. რაიონში აღიზარდნენ მსოფლიოს, ევროპის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და პრიზიორები. შეჯიბრებებში ათასობით მოზარდი და უფროსი თაობის წარმომადგენელი მონაწილეობდა. 1985 წელს მშრომელთა ჯანმრთელობის კერის – "ეგრისის" სასპორტო კომპლექსის დირექტორად დაინიშნა. 1992 წელს მის მიერ შექმნილი მუზეუმისა და საჭადრაკო კლუბ "მხედრულის" (ისიც მისი ჩამოყალიბებული იყო) დირექტორად დანიშნეს. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე უანგაროდ ემსახურა ამ საქმეს. უანგარო საქმიანობით რაიონის სპორტულ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა, რაც მომავალი თაობებისთვის სამაგალითო იქნება. მის უკვდავსაყოფად ქუჩა, სადაც ცხოვრობდა, მისი სახელობისაა. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. - გვ.49-51 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

