The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ გვასალია

გურამ გვასალია
დაბადების თარიღი:1931  (95 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

უმაღლესი განათლება მიიღო ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.

წლების გამავლობაში პრაქტიკულად განვლილი ჰქონდა საქალაქო მეურნეობის ისეთი სფეროს საქმიანობა, როგორიც იყო ტექნიკური აღრიცხვის ბიურო, იმუშავა ქალქის მთავარი ინჟინრისა და კომუნალური მეურნეობის უფროსის თანამდებობებზე. იყო საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე. ორ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სენაკს, რომელიც მის დროს ჩამოყალიბდა ერთ-ერთ თანამედროვე, კეთილმოწყობილ ქალაქად. დიდი წვლილი შეიტანა ქალაქის კეთილმოწყობასა და მის დეკორატიულად მორთვა-გამწვანებაში. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქალაქის განათებას, მისი ზრუნვის ობიექტი იყო ქალაქში წყალსადენის ახალი ქსელის გაყვანა. წლების განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი სამთავრობო ჯილდო, მრავალჯერ იყო აურჩეული რაიონული თუ საქალაქო საბჭოების დეპუტატად. 

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. - 58-59გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სენაკის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: