The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გაბედავა

დავით გაბედავა
Date of birth:1917  (109 years)
Date of death:20??
Category:Military Person, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ჭალადიდი, სენაკის რაიონი.

დამთავრა ფოთის პოლიტექნიკური და ცხაკაიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; კვების მრეწველობის საკავშირო  ინსტიტუტი.

შრომითი საქმიანობა ცენაკის რაიონში განაგრძო; 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; იბრძოდა მოსკოვის დაცვის ოპერაციებსა და დასავლეთ ფრონტზე, მზვერავთა ჯერ ოცეულს, მერე ასეულს მეთაურობდა; მძიმე ჭრილობის მიღების შემდეგ 1943 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ცხაკაიას პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა; 1946 წელს ზემო-ჭალადიდის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს; ამ თანამდებობაზე 10 წელი იმუშავა; ერთხანს სპორტსაზოგადოება "კოლმეურნეს" რაიონულ საბჭოს ხელმძღვანელობდა. ცხაკაიას საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის დირექტორად, შემდეგ – მომხმარებელთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს; 1976 წლიდან მეოთხედი საუკუნის განმავლობაში "საგზაო რესტორნების" გაერთიანების დირექტორია; სიახლის დანერგვის უნარით დაჯილდოებული, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში; ომში მამაცობისთვის დაჯილდოებული იყო რამდენიმე საბრძოლო და საიუბილეო მედლით.  

წყარო:  სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. - 62გვ.

Member of Organizations

  • ომის, შრომისა და ვეტერანთა რაიონული საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - სენაკის საპატიო მოქალაქე
  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
    ომში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის

Share: