The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კაპანაძე

გიორგი კაპანაძე
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1987  (38 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა სსიპ ახალციხის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 2008 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2010 წელს; 2018-2019წწ. გაიარა შემდეგი ტრენინგები საქართველოს გენერალურ პროკურატურაში: ოჯახში ძალადობა და ოჯახური დანაშაული; სამართლიანი სასამართლოს სტანდარტები; ფულის გათეთრება და ნარკოტიკული დანაშაული; ოჯახში ძალადობა; 2019 წელს გაიარა ტრენინგი - იურიდიული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტი "კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში; 2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2009-2010წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული გამოცდა; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლს საერთო საკვალიფიკაცო გამოცდა.

2009-2016წწ. - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2016-2018წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში გამომძიებელი; 2018-2023წწ. - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში უფროსი გამომძიებელი; 2024 წლის დეკემბრიდან - ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; ამბროლაურის რაიონული სასამართლო: court.ge


გააზიარე: