| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ადანაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხორში, ცხაკაიას რაიონი. სწავლობდა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე; მეორე კურსზე იყო, საბჭოთა არმიის რიგებში რომ გაიწვიეს; დემობილიზაციის მერე უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო სწავლა; ორჯერ ყამირი და ნასვენი მიწების ათვისებაში მონაწილეობდა ყაზახეთის, კუსტანაისა და პავლოდარის ოლქებში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამი წელი რაიონის სხვადასხვა სკოლაში მუშაობდა; 1961 წელს საქართველოს კომპარტიის ცხაკაიას რაიკომის რეკომენდაციითა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარდგინებით საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მინსკის უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა; 1964-1990წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში იმუშავა ცხაკაიას, ფოთის, სოხუმის საქალაქო განყოფილებებში ოპერატიულ და ხელმძღვანელ თანამდებობებზე; სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სსრკ უშიშროების კომიტეტის ბრძანებით სხვადასხვა წლებში დაჯილდოებულია მედლებით (9 მედალი); 1978-1979წწ. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს დაზვერვითი და კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განსახორციელებლად ესპანეთის, აფრიკის ქვეყნებისა და პერუს საზლვაო პორტებში მიავლინეს, სადაც სარემონტოდ და მოპოვებული თევზპროდუქტების ჩასაბარებლად შედიოდნენ საქართველოს თევზჭერის სამმართველოს გემები; 1982-1990წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცხაკაიას რაიგანყოფილების უფროსი; ამავე წლებში მშრომელთა დეპუტატების ცხაკაიას რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის დეპუტატი და საქართველოს კომპარტიის ცხაკაიას რაიკომის ბიუროს წევრი; აქტიურად მონაწილეობდა რაიონის წინაშე მდგარი სასოფლო-სამეურნეო ამოცანებისა და სახელმწიფო გეგმების შესრულებაში; 1990-1991წწ. ცხაკაიას რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარის პირველ მოადგილედ იმუშავა; 1994-1996წწ. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის სენაკის აეროპორტ "კოლხის" გენერალური დირექტორის მოადგილე გახლდათ საავიაციო უსაფრთხოებისა და რეჟიმის დარგში; 10 წელიწადი ამავე აეროპორტის კომერციული დირექტორი იყო; 2006-2008წწ. შსს "გასკო+"-ის კადრებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, მერე შპს "აკოს" დირექტორად დააწინაურეს; 2010 ნლის მაისში სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწათსარგებლობისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ოთხი წელიწადი იმუშავა. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. - 67-68გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

