The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კვასხვაძე

შალვა კვასხვაძე
დაბადების თარიღი:1912  (114 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუნჯუათი, ლანჩხუთის რაიონი.  

1941 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1942 წლის მაისიდან უმცროს ლეიტენანტთა კურსების დამთავრების შემდეგ, დიდი სამამულო ომის დროს, გაგზავნეს ფრონტზე ვორონეჟის ოლქში, სადაც დანიშნეს ასეულის მეთაურის მოადგილედ. ვორონეჟის მიდამოებში წარმოებულ გააფთრებულ ბრძოლებში შალვა კვასხვაძე დაიჭრა და ფაშისტურ ტყვეობაში აღმოჩნდა. ტყვეები ერთი ბანაკიდან მეორეში გადაჰყავდათ, ბოლოს შალვა კვასხვაძე სხვებთან ერთად აღმოჩნდა კრასნოგრადის ბანაკში. შალვა კვასხვაძე სხვებთან ერთად (გაიოზ ხითარიშვილი, ელენე სავიცკაია) ასრულებდა ფარულ დავალებებს: აფეთქებდა ხიდებს, აწყობდა ტერორისტულ აქტებს და სხვ. შემდეგ გაგზავნეს იტალიის ქალაქ პონტებაში (უდინოდან 60 კილომეტრის დაშორებით). აქედან ისინი გადაიყვანეს კუნეოსა და ნოვარის რაიონებში. შალვა კვასხვაძე კოტე ლეჟავასთან ერთად ფიქრობდა გაქცევაზე და იტალიელ პარტიზანებთან შეერთებაზე. ამ მიზნით მათ შეიმუშავეს გაქცევის გეგმა და იტალიელი ინჟინრის მეშვეობით გაიგეს, თუ რა გზით შეიძლებოდა იტალიელ პარტიზანებთან შეერთება, მას შემდეგ, რაც ქართველების ერთი ნაწილი (120 კაცი) დომოდოსოლოდან 18 კილომეტრის დაშორებით სოფელ ბაჩენოში გადაიყვანეს, 1944 წლის 3 ივნისს წინასწარი მოლაპარაკებისა და მომზადების შედეგად, ბანაკიდან გაიქცა 90 ქართველი და შეუერთდა ჯუზეპე გარიბალდის სახელობის პარტიზანთა შენაერთს. ქართველი პარტიზანები მამაცურად მონაწილეობდნენ საომარ ოპერაციებში და ასრულებდნენ ჩრდილოეთ იტალიის პარტიზანული მოძრაობის მეთაურის გენერალ მოსკატელის დავალებებს. ქართველ და იტალიელ პარტიზანთა ერთ-ერთი მეთაური მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ იტალიაში.

წყარო: ქართველი პარტიზანები ფაშისტებისაგან იტალიის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში / ნ. ჭეიშვილი.- ბათუმი, 1958.-გვ.24


გააზიარე: