| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა რკინიგზის საგზაო ტექნიკუმი. მუშაობდა ბუღალტრად "საქმომარაგგასაღებაში". წითელი არმიის რიგებში გაიწვიეს 1941 წლის ივნისში, მე-14 გვარდიის საარტილერიო დანაყოფში ასრულებდა ზემდეგის მოვალეობას. ეს ნაწილი მოქმედებდა ხარკოვის მიმართულებით. ვლადიმერ ჯავახიშვილმა მონაწილეობა მიიღო მთელი რიგი ქალაქების განთავისუფლებაში. 1942 წლის 20 მაისს მისი ნაწილი მოჰყვა ალყაში, ვლადიმერ ჯავახიშვილი ამ ბრძოლის დროს დაიჭრა თავში და გრძნობა დაკარგა; შემდეგ იგი ფაშისტების ტყვეობაში აღმოჩნდა. გადაიყვანეს პროსკუროვოს ტყვეთა ბანაკში, საიდანაც გააგზავნეს ფრანკფურტის ტყვეთა ბანაკში (გერმანია); შემდეგ ისევ პოლონეთში, მერე საფრანგეთში და ბოლოს იტალიაში, ქალაქ ნოვარაში. აქ სხვა ქართველებთან ერთად თავი დააღწია ფაშისტების ტყვეობას და შეუერთდა იტალიელ პარტიზანებს. ქართველ და იტალიელ პარტიზანთა ერთ-ერთი მეთაური მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ იტალიაში. წყარო: ქართველი პარტიზანები ფაშისტებისაგან იტალიის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში / ნ. ჭეიშვილი.- ბათუმი, 1958.-გვ.27
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

