The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ფარცხალაძე

ალექსანდრე ფარცხალაძე
დაბადების თარიღი:1915  (111 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუამთა, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი.საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს 1939 წელს, ირიცხებოდა პირველ მსროლელად. შემდეგ ქვემეხის მეთაურად და ბატარეის მეთაურის მოადგილედ. დიდმა სამამულო ომმა ქ. კრივოიროგში მოუსწრო. 1941 წლის 27 ივნისიდან ქ. შეპეტოვკაში (უკრაინა) ებრძოდა მტერს, ხოლო 1942 წლის 5 ივლისს მისი დანაყოფი მტრის ალყაში მოექცა და ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ გადაჰყავთ ტყვეთა ერთი ბანაკიდან მეორეში, ბოლოს გაგზავნეს გერმანიაში, იქიდან კი იტალიაში. 1944 წლის 8 სექტემბერს მან სხვებთან ერთად მოახერხა (ქ. შტრეზა-ბორომეოდან, ნოვარის ოლქი) ტყვეობიდან თავის დაღწევა და შეუერთდა იტალიელ პარტიზანებს. სხვა 73 ტყვე ჯარისკაცთან ერთად გაიქცა და იტალიელი მოსახლეობის დახმარებით თან გაიტაცა იარაღი და ამუნიცია. ხელმძღვანელობდა ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ პარტიზანებს. ქართველ და იტალიელ პარტიზანთა ერთ-ერთი მეთაური მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ იტალიაში.

წყარო: ქართველი პარტიზანები ფაშისტებისაგან იტალიის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში / ნ. ჭეიშვილი.- ბათუმი, 1958.-გვ.48


გააზიარე: