The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რეზო ფაჩულია

რეზო ფაჩულია
Date of birth:27 June, 1936
Date of death:2015  (at 78 years)
Category:Economist, Public official, Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს აგრარული ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი; ამავე უმაღლესი საწავლებლის ასპირანტურა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფლის მეურნეობის ეკონომისტად, ერთ-ერთი ფაბრიკის საგეგმო განყოფილების გამგედ, რაიაღრიცხვის ინსპექტორად, სენაკის რაისაბჭოს აღმასკომის საგეგმო კომისიის თავმჯდომარედ, რაისაბჭოს აღმასკომის საფინანსო განყოფილების გამგედ, კომკავშირისა და პარტიის რაიკომების მდივნად, საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის მთავარი სამმართველოს უფროსად, სახელმწიფო დაზღვევის გენერალურ დირექტორად, იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის წევრი, ამავე უწყების ფინანსების კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი მუშაკი, თბილისის საფინანსო-იურიდიული აკადემიის ლექტორი, ჟურნალ "დაზღვევა და ცხოვრების" სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, ჟურნალ "ეკონომისტის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა "საკუთრება, დაზღვევა, ეკონომიკური კულტურა", "ბუნებრივი და ეკონომიკური რისკები სოფლის მეურნეობაში", "დაზღვევა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტი", "ცივილიზაციის რისკტევადობის ზრდა და დაზღვევა", "რისკის ეპოქა" და მრავალი სხვა. ამას გარდა, პრესაში აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე დაბეჭდა 100-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი, ქართველ მკითხველს კარგად ახსოვს მისი მწვავე სტატიები: "ნუ დავკარგავთ სამშობლოს სამშობლოში" (1992), "აბორჯებული" (1992), "დაჯექი, დად, დაჯექი, მაგას ასეთები არ ესმის!" (1993), "ჰომეროსზე ძველია გეოპოლიტიკა" (1998), "სამეგრელო არასოდეს გახდება აბორჯებული" (2000), "აკუტაგავას ბაყაყები ქართულ პოლიტიკურ ჭაობში" (2001), "გვეყოფა ნგრევა, ვირწმუნოთ ერთმანეთი" (2001), "ხალხი აჯანყებას კი არა, წესრიგს ელოდება" (2001). იგი აქტიურად მონაწილეობდა დაზღვევის პრობლემებისადმი მიძღვნილ შვიდი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მუშაობაში გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი დსთ-ს ქვეყნების მასშტაბით გამართული ასეთივე ხასიათის პირველი კონგრესისა, რაც კონგრესის სპეციალური სიგელითაც აღინიშნა. როგორც სადაზღვევო საქმის ერთ-ერთი აღიარებული სპეციალისტი-ექსპერტი, 1997 წელს მონაწილეობდა ლონდონში გამართული სპეციალური საერთაშორისო კურსების მუშაობაში. სადაზღვევო საქმიანობაში მიღწეული თალსაჩინო წარმატებებისა და დსთ-ს ქვეყნების მზღვეველებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარებისათვის შეყვანილია "გამორჩეულ ლიდერთა საერთაშორისო დირექტორატის ცნობარ-შ" (აშშ), მიღებული აქვს აბრაამ ლინკოლნის მიწის საპატიო მოქალაქე (ილიონისის შტატი, აშშ) წოდება, ბიზნესისა და ადმინისტრაციის ლიდერთა საერთაშორისო აკადემიის ოქროს მედალი "დაზღვევის პროფესიონალი".

წყარო:  სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. - გვ.78-81

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნული და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სენაკის საპატიო მოქალაქე

Share: