The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ მეტრეველი

ვიქტორ მეტრეველი
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1986  (40 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი 2007 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის მაგისტრატურა 2009 წელს; 2009-2010წწ. გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი; 2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2009-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სტაჟიორი; 2010-2011წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიის (განყოფილების) სპეციალისტი; 2011-2014წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სხდომის მდივანი; 2014-2022წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოში მოსამართლის თანაშემწე (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი); 2022-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოში მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის მწერალი თანაშემწე (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი); 2023 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის თანაშემწე, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2024 წლის დეკემბრიდან - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: