| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა სიგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ონტოფო, აბაშის რაიონი. დაამთავრა პედაგოგიური სასწავლებელი 1933 წელს; ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1937 წელს. 1935 წლამდე იყო კუმისის საბაზო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე და ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი. 1939-1941 წლებში მსახურობდა არასრულ და სრულ საშუალო სკოლებში დირექტორად და მათემატიკის მასწავლებლად. 1941 წელს მობილიზაციით გაიწვიეს არმიაში. 1942 წლის 7-8 მაისს სანიტარული ბატალიონი, სადაც შალვა სიგუა მუშაობდა ალყაში მოექცა და ტყვედ ჩავარდა. იგი გადაჰყავთ ბანაკიდან ბანაკში, ხოლო 1944 წლის დასაწყისში გადაიყვანეს იტალიაში, ქ. ნოვარაში, შემდეგ ქ. პარმში (ცენტრალური იტალია). აქ შალვა სიგუამ თავი დააღწია ტყვეობას 48 ქართველთან ერთად და 1944 წლის გაზაფხულიდან 1945 წლის 9 მაისამდე იტალიელ პარტიზანებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლებში, იყო ვოროშილოვის სახელობის ქართველ პარტიზანთა რაზმის კომისარი. იტალიაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიიღო პატრიოტის მოწმობა, რომელშიც ეწერა: "მთავრობისა და გაერთიანებული ერების სახელით მადლობას ვუცხადებთ შალვა სიგუას იმისათვის, რომ პატრიოტთა რიგებში იბრძოდა იმ ადამიანთა შორის, რომლებიც შეიარაღდნენ თავისუფლებისათვის, გამარჯვებისათვის, ავითარებდნენ შეტევით ოპერაციებს, აწყობდნენ საბოტაჟს და გვაწვდიდნენ სამხედრო ინფორმაციებს. თავისი მამაცობითა და ერთგულებით დიდად შეუწყეს ხელი იტალიის განთავისუფლებასა და საერთოდ ყველა თავისუფალი ადამიანის უდიდეს საქმეს. განახლებულ იტალიაში, ვისაც ეს მოწმობა ექნება, მიესალმებიან როგორც პატრიოტს, რომელიც იბრძოდა ღირსებისა და თავისუფლებისათვის". წყარო: ქართველი პარტიზანები ფაშისტებისაგან იტალიის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში / ნ. ჭეიშვილი.- ბათუმი, 1958.-გვ.76-77
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

