The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი მეზვრიშვილი

ნელი მეზვრიშვილი
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1931  (94 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

ქართული ხალხური ცეკვა შეისწავლა მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს მილიციის სამმართველობასთან არსებულ ანსამბლში მ. კობეშავიძის ხელმძღვანელობით; 1952-1953 წლებში იგი სოხუმის სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ საესტრადო ანსამბლის მსახიობად მოღვაწეობდა, ხოლო 1954 წლიდან თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო ორკესტრში ჩაირიცხა; იგი 1956 წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე იყო და მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა. მეზვრიშვილი თითქმის ყველა ცეკვაში მონაწილეობდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი "პაემანი", "ოსური", "უზბეკური". 20 წელზე მეტი ხანი მონაწილეობდა ანსამბლის ახალგაზრდა კადრების დაოსტატებაში. 

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988,. გვ.230

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: