| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე მერაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ცეკვას დაეუფლა თბილისის პლეხანოვის სახელობის კლუბთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში, რომელსაც ცნობილი ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი და ლოტბარი ს. გველესიანი ხელმძღვანელობდნენ. 1940 წელს იგი ქართლ-კახური სიმღერის გუნდში ჩაირიცხა მოცეკვავე-მსახიობად. მალე იგი გადავიდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში და ჯ. ბაგრატიონის ხელმძღვანელობით განაგრძო მუშაობა. 1945-1957 წლებში მუშაობდა წამყვან სოლისტად საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. იგი დაკავებული იყო ბევრ წამყვან ცეკვაში, "დარბაისლურ ქართულში", ცეცხლოვან "ფარიკაობაში", ძველთბილისურ "ბაღდადურში". მან მონაწილეობა მიიღო 1953 წელს რუმინეთში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდობის IV ფესტივალზე და რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდო "ვარსკვლავის" ორდენი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა. იგი დაჯილდოებულია საპატიო სიგელით, მიღებული აქვს სსრკ კულტურის სამინისტროს სამი მადლობა. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.-231 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

