The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მიქაძე

გივი მიქაძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1930  (96 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფაკულტეტი.

წარმატებით გამოდიოდა ბათუმის ვაჭრობის ტექნიკუმისა და პედაგოგიური ინსტიტუტის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსანბლში გამოცდილი პედაგოგისა და ქორეოგრაფის ალ. ჯიჯეიშვილის ხელმძღვანელობით; 1951 წელს მიიწვიეს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსანბლში; ცეკვა "ქართულის" შესრულებამ დიდი წარმატება მოუტანა ახალგაზრდა მოცეკვავეს; იგი წლების მანძილზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის საშუალო სკოლის მასწავლებლად და ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელად მუშაობდა და ემსახურებოდა ნორჩი თაობის ფიზიკური და ესთეტიკური აღზრდის საქმეს.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988,.232

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: