The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მოკოდი აბშილავა

მოკოდი აბშილავა
დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:2015  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

1949 წელს სოხუმის ჰედაგოგირ ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

1953 წელს მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა. მუშაობდა სენაკის კომკავშირის რაიკომის მდივნად, გაზეთ "კოლხეთის ცისკრისა" და გაზეთ "კოლხეთის" რედაქტორად, იყო საქართველოს კომპარტიის სენაკის რაიკომის მდივანი, მეორე მდივანი, აღმასკომის თავმჯდომარე; თბილისის საქალაქო კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის კადრებისა და კადრების მომზადების განყოფილების უფროსი. ის დიდ ყურადღებას უთმობდა სპორტის მასობრივ განვითარებას. თავადაც ფრენბურთელთა საქართველოს პირველობაზე არაერთხელ უასპარეზია. დაჯილდოებულია სამთავრობო ჯილდოებით, პედაგოგიური მოღვაწეობისას განათლების დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭა. 

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -85გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სენაკის საპატიო მოქალაქე
  • საქართველლოს განათლების დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: