| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ეზუგბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. მუშაობდა გალის საბჭოთა მეურნეობაში აგრონომად. 1977 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სახელმწიფო-საგეგმო კომიტეტსა და მინისტრთა საბჭოში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორობიდან 1986 წელს დაინიშნა ამავე განყოფილების გამგის მოადგილედ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია მარცვლეული კულტურების საადრეო და ორმოსავლიანი ახალი ჯიშების გამოყვანის საქმეში, რამაც კარგი შედეგი გამოიღო გორში, ქარელში, კაზეთში. 1987-1988წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცხაკაიას რაიკომის პირველი მდივანი. მომდევნო ორი წელიწადი საქართველოს თბილაგროპრომის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1994წწ. ხილბოსტანვაჭრობის დირექტორად იმუშავა. 1994 წელს კონცერნ "მამულის" ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -90გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

