| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინა ღვინერია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1981 წელს. 1981 წელს მუშაობა დაიწყო თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად; 1983 წლიდან ამავე ფაკულტეტის თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიაშია; 1995 წელს დაინიშნა ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის, პერსპექტიული განვითარებისა და აღმზრდელობითი მუშაობის დარგში; 2000 წლიდან მუშაობს მედიალოგიის კომუნიკატივისტიკის და საერთაშორისო ჟურნალისტიკის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები: "უნგრეთის პრესა სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდგომ პერიოდში" (1997); 1999 წელს "ჩეხეთ-სლოვაკეთის პრესა და "ხავერდოვანი რევოლუცია" (1999); "პეინი, ბიურკი და "ადამიანთა უფლებები" (2002). წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.164
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

