The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ მიქელაძე

თემურ მიქელაძე
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1923  (103 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში, პარალელურად ეუფლებოდა ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას ალ. ჯიჯეიშვილის ხელმძღვანელობით; 1939 წლს იგი აჭარის ასსრ სახელმწიფო კაპელაში მიიწვიეს მოცეკვავედ; 1941-1965 წლებში მუშაობდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის  სახელმწიფო ანსამბლში; "განდაგანას" ბრწყინვალე შესრულებისათვის ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა II, V, VI რესპუბლიკურ კონკურსებზე პირველი ხარისხის დიპლომები და ლაურეატის წოდება დაიმსახურა. სხვადასხვა დროს ქორეოგრაფად მუშაობდა ბათუმის სკოლების, ქედისა და ქობულეთის კულტურის სახლებში. დაჯილდოებულია აჭარისა და საქართველოს საპატიო სიგელებით.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ., 1988., გვ.233

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1952 - აჭარის ასსრ დამსახურებული არტისტი
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: