| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარი შურღაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზანა, სენაკის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1968 წელს. 1967-1981წწ. იყო ჟურნალ "ეკონომისტის" პასუხისმგებელი მდივანი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1962–1990წწ. ამავე ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1981-1991წწ. იყო პარტიულ სამუშაოზე: საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი, ეკონომიკური განყოფილების ეკონომიკური ანალიზისა და სახალხო - სამეურნეო გეგმების სექტორის გამგე, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანაშემწე, მრჩეველი; 1991 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტში საბაზრო ურთიერთობათა სოციოლოგიის განყოფილების გამგედ; ჟურნალ "დემოგრაფიის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია და მრავალრიცხოვანი საგაზეთო-საჟურნალო სტატიები ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის საკითხებზე. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.166 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

