The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ჭანია

ვალერიან ჭანია
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:2004  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სენაკი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკიფუ, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; ხუთი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. 

მუშაობა დაიწყო სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე. 1970 წელს იყო პედაგოგიური ინსტიტუტის მეცნიერული კომუნიზმის კათედრის გამგე. ცხრა წლის მერე კი პრორექტორი. 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. 1991 წელს აფხაზეთის დედაქალაქში პირველმა გახსნა კერძო უმაღლესი სასწავლებელი – ცოტნე დადიანის სახელობის სოხუმის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, რომლის რექტორიც თავად გახდა. 1993 წელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და სოხუმის დაცემის შემდეგ ინსტიტუტმა საქმიანობა სენაკში განაგრძო და წლების განმავლობაში მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადებას ემსახურებოდა. ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდა: მისმა დაარსებულმა დახმარების ფონდმა მრავალ სტუდენტს გაუმართა ხელი უმაღლესი განათლების მისაღებად. დაეხმარა სენაკის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ქალაქში იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მშენებლობაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1952 წელს; სადოქტორო 1970 წელს.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -98-99გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პოლიტიკური მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ახალგაზრდობის აღზრდისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრუბელი წვლილისათვის
  • სენაკის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: