| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ვანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი 1951 წელს; საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა. წლების მანძილზე მუშაობდა ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აგროეკოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგედ. 1959 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 74 სამეცნეირო ნაშრომის ავტორი. ნაყოფიერი და კეთილსინდისიერი შრომისთვის დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ. 41
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

