| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მემედ კონცელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მახინჯაური, ბათუმის მუნიციპალიტეტი. მიღებული ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო განათლება. მუშაობდა ჯერ ოჩხამურში, შემდეგ კი ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურის ჩაის მეურნეობაში ინჟინერ-მექანიკოსად. მეორე მსოფლიო ომის დაწყების მეორე დღესვე გაიწვიეს ჯარში. მემედ კონცელიძე 46-ე არმიის ერთ-ერთი პოლკის შტაბის უფროსის მოადგილე იყო. მონაწილეობდა მარუხის უღელტეხილისათვის ბრძოლებში. 1942 წლის 5 სექტემბერს მძიმედ დაჭრილი ტყვედ ჩავარდა. იმყოფებოდა ჯერ იუგოსლავიაში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ალბანეთში, სადაც სხვა ტყვეებთან ერთად ამუშავებდნენ ბარმაშის ხიდის აღდგენაზე. 1943 წლის ბოლოს იგი ტყვეობიდან გაიქცა და "აკმარიას" (სახალხო შურისმაძიებელი) ბატალიონს შუერთდა. მემედ კონცელიძემ მონაწილეობა მიიღო იმავე წლის სექტემბერში კორჩის რაიონში, სოფელ შტელის მახლობლად. ამ ბრძოლაში პარტიზანებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს. ოთხი თვის შემდეგ, როგორც კადრის ოფიცერი და ომში გამოცდილების მქონე, იგი დააწინაურეს მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის შტაბის წევრად და, ამავე დროს, ნაღმმტყორცნელთა ასეულის მეთაურად დანიშნეს. 1943 წლის ბოლოს მემედ კონცელიძე გადაიყვანეს ალბანეთის განმათავისუფლებელი არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ და მე-4 ბრიგადის პოლიტსამმართველოს უფროსად. მან რუსულთან ერთად კარგად იცოდა თურქული ენაც, ამიტომ როგორც პოლიტსამმართველოს უფროსი, დიდ სააგიტაციო მუშაობას ეწეოდა ალბანელ მოსახლეობაში და პარტიზანებს შორისაც. ალბანეთის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ენვერ ხოჯა მის შესახებ წერდა: "... თავისი საქმიანობით დიდად შეუწყო ხელი გერმანელებზე ჩვენს გამარჯვებას. ომის განმავლობაში მებრძოლებს უნერგავდა მხნეობას, მამაცობას, პატრიოტიზმს და მტრისადმი სიძულვილს. სარგებლობდა სარდლობის დიდი ნდობით, ჯარისკაცების სიყვარულით, მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემით. მისი მეთაურობით განხორციელდა რამდენიმე დიდი ოპერაცია, რომელმაც დააჩქარა ათობით დასახლებული პუნქტისა და ათასობით ალბანელის განთავისუფლება ფაშისტური უღლისაგან. ამიტომ ამხ. მ. კონცელიძე იმსახურებს მადლიერი ალბანეთის საპატიო მოქალაქის წოდებას და პირველი ხარისხის "დიდების" პარტიზანულ ორდენს" მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მემედ კონცელიძე დაბრუნდა სამშობლოში. ქართველი პარტიზანი, პარტიზანული მოძრაობის მონაწილე ალბანეთში. წყარო: ქართველი პარტიზანები ევროპის ხალხთა ანტიფაშისტურ მოძრაობაში 1942-1945 წლებში / ნინო ფუტკარაძე.-2019.-გვ.32-33
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

