The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გარუჩავა

გურამ გარუჩავა
Date of birth:1935
Date of death:29 December, 2016  (at 81 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია.

უმაღლესი განათლება მიიღო ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.

1956-1964წწ. ქალაქის საბჭოს აღმასკომსა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე იმუშავა; შემდეგ კავშირგაბმულობის სამინისტროს სარაიონთაშორისო განყოფილების ბიუროს ინსტრუქტორ-კონტროლიორი იყო; 1986 წელს იყო ცხაკაიას კავშირგაბმულობის რაიონული კვანძის უფროსი; 1972 წლიდან სენაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ფსიქონერვოლოგიური პანსიონატის დირექტორად დაინიშნა; ეს დაწესებულება 1964 წელს დაარსდა; პანსიონატის დირექტორს ბავშვთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებისთვის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ორჯერ მადლობა გამოეცხადა, რაიონის გამგეობამ არაერთხელ გადასცა მადლობის სიგელები. პანსიონატიდან წამოსვლის შემდეგ მუშაობდა სენაკის გამგეობის მენჯის მუნიციპალიტეტში. 

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ.104-105

Awards and Honors

  • 2002 - სენაკის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი

Share: