| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კვაჭანტირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოდეზიის ფაკულტეტზე. იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. "შავნაბადას" სპეცბატალიონის შემადგენლობაში კაპიტნის წოდებით იბრძოდა. სიკვდილის შემდეგ მაიორის წოდება მიენიჭა. დავით კვაჭანტირაძე იყო იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას, იქნებოდა ეს მიწისძვრები რაჭაში, საჩხერესა და ჭიათურაში, ცხელი წერტილები მარნეულში, ბოგდანოვკაში, სამაჩაბლოში, ეშერაში, კოლხიდაში, გაგრაში. დაიღუპა 1992 წლის 29 აგვისტოს. თბილისის დიდუბის რაიონში 22-ე საშუალო სკოლას და ვაზისუბნის ერთ-ერთ დასახლებას დავით კვაჭანტირაძის სახელი ეწოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.234-235 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

