The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ცაავა

ჯემალ ცაავა
დაბადების თარიღი:1939  (87 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ.სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფიზიკის ფაკულტეტი.

1965 წლიდან ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა დოცენტის წოდება. მოღვაწეობდა ყაზანისა და ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრებში. 42 წელი იმუშავა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ფიზიკის კათედრის პროფესორი, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 2004 წელს გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. მის მეცნიერულ კვლევებთანაა დაკავშირებული თერმულ-მექანიკური ეფექტის აღმოჩენა, სპეციფიკური კვანტური მოვლენების ექსპერიმენტული გამოკვლევის სრულიად ახალი მიმართულებების შექმნა, დრეკადი ტალღის გავრცელების კანონი. მონაწილეა მრავალი სამეცნიერო კონფერენციისა მოსკოვში, თბილისში, ლენინგრადში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში. მისი კვლევის ძირითადი საკითხები არა მარტო საბჭოთა, არამედ უცხოელ მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოხვდა. მისი შრომები გამოქვეყნებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და გამოხმაურებას პოულობს საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებში, სადაც მას იწვევდნენ საერთაშორისო კონფერენციებზე. პოლონეთში (ვარშავაში) დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა. ის ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან ერთად ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მაღალმეცნიერულ დონეზე კითხულობდა ლექციების კურსს "ზოგად ფიზიკაში", სპეციალურ კურსებს "კვანტურ ჰიდროდინამიკასა" და "ზეგამტარობის თეორიაში". მის მიერ დასაბუთებული ორკომპონენტიან მოდელში ჩადებული იდეები დღეს ბირთვულ ფიზიკაში გამოიყენება და ანალოგი არ მოეპოვება. ეს კი მის ავტორს ფიზიკის მკვლევართა შორის საპატიო ადგილს უმკვიდრებს. 1994-2007წწ. იყო სენაკის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი. 1996 წელს აირჩიეს ეგრისის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსად. სამეცნიერო ასპარეზზე ბატონ ჯემალს კონიაკისა და სუფრის ღვინოების დამზადების ახალი მეთოდების შემუშაობებისათვის საავტორო მოწმობები აქვს მიღებული.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ.141

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
    განათლების სფეროში შეტანილი დიდი წვლილისათვის
  • სენაკის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: