| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან ხურცილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. სწავლობდა ქუთაისის ავტოსამშენებლო ტექნიკუმში. ეზიარა ქორეოგრაფიის ხელოვნებას. ქუთაისის ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი, პარალელურად თავადაც ასწავლიდა ცეკვას ავტოქარხნის კლუბსა და მე-4 პროფტექსასწავლებელში. ხალხური ხელოვნების სიყვარულმა ის თბილისის ქორეოგრაფიის სასწავლებელში მიიყვანა. საგულისხმოა, რომ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჯანო ბაგრატიონთან ერთად ხელმძღვანელობდა ცხაკაიას რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს. 1964 წელს მოსკოვს მიაშურა და საბჭოთა კავშირის ცეკვის აკადემიურ ანსამბლში იგორ მოისეევის ხელმძღვანელობით იმაღლებდა კვალიფიკაციას. სამშობლოში დაბრუნებულმა ხალიჩების კომბინატთან ჩამოაყალიბა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელიც ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, ლენინგრადში, კიევში, კუიბიშევსა და მორდეეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალებში წარმატებით მონაწილეობდა და ლაურეატობაც არაერთხელ დაუმსახურებია. სხვადასხვა დროს სენაკის, ხობის, ჩხოროწყუს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს ხელმძღვანელობდა. 1973 წელს სენაკში მისი ინიციატივით შეიქმნა ქორეოგრაფიის სტუდია, პარალელურად სენაკის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლშიც მუშაობდა, დგამდა ცეცხლოვან ცეკვებს. სენაკის მეორე სკოლის ბაზაზე ჩამოაყალიბა ანსამბლი "ჩხორია". იყო რესპუბლიკის განათლების წარჩინებულ მუშაკი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ.142-143 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

