| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა შაიშმელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1986 წელს; შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა 1990 წელს; 2006 წლის აგვისტო - სექტემბერი - გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის ჰაინრიხ-ჰაინეს სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - პროფესიული დაოსტატების პრაქტიკა პროგრამით - "The Friendship Grant 2006 in Dusseldorf". 1991 წლიდან მუშაობს ინსტიტუტის ჟურნალისტიკის განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ასევე, ლიტერატურის ინსტიტუტისა და ქართველ მწერალთა სალიტერატურო-სამეცნიერო გაზეთ "კალმასობის" რედაქტორის მოადგილედ; მეცნიერული საქმიანობის პარალელურად ეწევა პრაქტიკულ საქმიანობასაც; სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: "სახალხო განათლება", "სოვეტსკაია ადჟარია", "ახალგაზრდა კომუნისტი", "საქმე", "ეპოქა", "გულანი", "დილის გაზეთი", სადაც არაერთი სამეცნიერო-პუბლიცისტური წერილი აქვს გამოქვეყნებული; აგრეთვე საკავშირო მნიშვნელობის ჟურნალ "რაბოტნიცასთან"; თანამშრომლობდა სახელმწიფოთაშორის ტელერადიოკომპანიასთან "მირი"; 2000 წლის 28 იანვრიდან 2 თებერვლამდე ჟურნალისტის სტატუსით ესწრებოდა ევროსაბჭოს ასამბლეას სტრასბურგში; აქვს მჭიდრო პროფესიული ურთიერთობები თსუ პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრასთან; 2009 წლის მაისიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება; ოთხი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი; 2 საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი (2007, 2009, თსუ), ასევე, 8 სამაგისტრო ნაშრომის რეცენზენტი; მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს 35-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მრავალი საგაზეთო პუბლიკაცია. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1991). წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.169; შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი: litinstituti.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

