The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი შეყილაძე

გივი შეყილაძე
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1935  (91 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1959 წელს.

მუშაობდა ჭიათურის საქალაქო გაზეთის რედაქციაში. 1963 წლიდან გაზეთ "სამგორის" რედაქციაში, ლიტმუშაკად. იმავე წელს ხდება გაზ. "თბილისის უნივერსიტეტის" რედაქციის თანამშრომელი, 1968 წლიდან ამავე გაზეთის რედაქტორად დაინიშნა. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გაზეთის "კლიტე დავითისის" რედაქტორი. იგი მრავალი საინტერესო ნაშრომის და პუბლიკაციის ავტორია. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.170

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: