| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დამირ კუჭავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1966-1975წწ. მუშაობდა ცხაკაიას რაისაბჭოს აღმასკომსა და პარტიის რაიკომის აპარატში; 1974-1979წწ. სენაკის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილე პოლიტიკურ დარგში; ხუთი წელიწადი გეგეჭკორის (მარტვილის) შს განყოფილების უფროსის მოადგილედ იმუშავა ოპერატიულ დარგში; 1984-2004წწ. იყო შსს სატრანსპორტო პოლიციის სენაკის ქვეგანყოფილების, შემდეგ კი სამტრედიის რეგიონული განყოფილების შტაბის უფროსი; 2004-2005წწ. მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს აპარატში; პოლიციის პოლკოვნიკი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებულ ომებშიც მონაწილეობდა, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. არჩეული იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატად, ფრაქციის თავმჯდომარედ. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.149-150 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

