The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლილი გაგულაშვილი

ლილი გაგულაშვილი
დაბადების თარიღი:1943  (83 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა: იყო ქართულენოვანი ბიბლიოთეკის გამგე, 6-დან 14-წლის მოზარდებისთვის ჩამოაყალიბა თეატრალური ჯგუფი, რომლის სპექტაკლებიც უდიდესი წარმატებით სარგებლოდა ივრითულ ენაში ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებელ ქართულენოვან მაყურებელს შორის; ერთხანს ნაცრათ ელითის პენსიონერთა გაერთიანება "თელემს" ხელმძღვანელობდა, მუშაობდა ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის დამხმარედ. 1978 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადადის ქ. ბათ-იამში. იქ გამომავალ ქართულენოვან გაზეთში ("ალია საქართველოდან") დაიწყო მუშაობა. საჭიროების შემთხვევაში ლიტმუშაკიც იყო, კორესპონდენტიცა და კორექტორიც. ზოგჯერ საკუთარ ლექსებსაც აქვეყნებდა. 2014 წელს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს და სამახსოვრო მედლით დააჯილდოვეს. 

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ.167-168

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - სენაკის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: