The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბელა ქამადაძე

ბელა ქამადაძე
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია.

მის შემოქმედებითი საქმიანობა ხელოვნებაში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება: სამუსიკო ათწლედის მოსწავლე ვოკალური ჯგუფის წევრი გახდა და მოსკოვში საკავშირო ფესტივალში მონაწილეობდა, საიდანაც ლაურეატის წოდებითა და ოქროს მედლით დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს. იმავე წელს საქალაქო კულტურის სახლში მუსიკალური წრის, პარალელურად სკოლის გუნდის ხელმძღვანელად და სამუსიკო სტუდიის სპეციალობის მასწავლებლად დაინიშნა. აქტიურად გამოდიოდა სცენაზე: მღეროდა ცხაკაიას საქალაქო კულტურის სახლთან არსებულ საესტრადო-ინსტრუმენტულ ანსამბლებში – "ეგრისსა" და "ფაზისში", ამავე კულტურის სახლთან არსებულ ვოკალურ-იუმორისტულ ანსამბლ "მხიარულ ახალგაზრდობაში". 1976 წელს მუშაობა დაიწყო ცხაკაიას (სენაკის) ამიერკავკასიის რკინიგზის N1 საშუალო სკოლა-ინტერნატში სიმღერის მასწავლებლად. ჩამოაყალიბა ვოკალური ჯგუფი და მომღერალთა გუნდი, რომელშიც 100-ზე მეტი მოსწავლე იყო გაერთიანებული. სარაიონო კულტურის სახლში ინსტრუქტორად მუშაობისას ბავშვთა ვოკალური ჯგუფი "თუთარჩელა", ხალხურ საკრავთა ორკესტრი და გოგონათა ტრიო "მაფშალია" ჩამოაყალიბა. 1975 წელს "კოლხური ტრიო" საქართველოში დილის ვარსკელავივით გამოჩნდა და აი, უკვე ოთხ ათელ წელიწადზე მეტია, სცენიდან არ ჩამოსულა. 2015 წელს სენაკში დიდი ზეიმით აღინიშნა ანსამბლის 40 წლის იუბილე და სახალხო თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. დაჯილდოებულია რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების ოქროსა და ვერცხლის მედლებით.  წერს ლექსებს, ავტორია ათეულობით სიმღერისა, რომელთა უმრავლესობა "კოლხური ტრიოს" რეპერტუარს ამშვენებს.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.179-181

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - სენაკის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების ორდენი
  • რევაზ ლაღიძის სახელობის პრემია

გააზიარე: