| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხათუნა ჩარკვიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1992 წელს. მუშაობდა გაზეთ "სოციალისტური რუსთავის" რედაქციაში შტატგარეშე კორესპონდენტად, 1985-1987წწ. გაზეთ "ქიმიკოსის" რედაქციაში მბეჭდავ-მემანქანედ და კორესპონდენტად; თანამშრომლობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტთან", შემდგომში "ახალგაზრდა ივერიელთან"; 1990-1993წწ. მუშაობდა საქართველოს მწვანეთა პარტიის გაზეთ "დედამიწას" კორესპონდენტად; 1993-1995წწ. გაზეთ "7 დღის" კორესპონდენტად; 1994 წლიდან თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მასწავლებელია; 1995 წლის მაისიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ბიულეტენ "ფესვების" რედაქტორი; 1995-1997წწ. მუშაობდა საქართველოს პარლამენტის პრესცენტრის ხელმძღვანელად; 1998-1999წწ. საქართველოს იუსტიციის საბჭოში პრესმდივნად; 2000-2001წწ. იყო რადიო "ფორტუნას" სპეციალური კორესპონდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამავე რადიოს აკრედიტებული ჟურნალისტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, 1993 წელს აშშ–ს საინფორმაციო სააგენტოს სპეციალური პროგრამით "ჟურნალისტთა გაცვლა" იმყოფებოდა აშშ–ში როგორც გაზეთ "7 დღის" კორესპონდენტი; 1999 წელს, ასევე აშშ–ს საინფორმაციო სააგენტოს დაფინანსებით, გაემგზავრა აშშ-ში, სადღაც მონაწილეობდა სახელმწიფო პრესმდივნებისათვის ორგანიზებულ პროგრამაში; 1990-1991წწ. და 1998 წლებში იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში ასოციაცია "თბილისი-ბრისტოლის" მიწვევით, 1996 წელს მონაწილეობდა შვედეთის პარლამენტისა და ევროკავშირის ეგიდით გამართულ სემინარში პრესმდივნებისათვის, სადაც წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტს. ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესცენტრს ხელმძღვანელობს. ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.170
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

