| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დაზმირ ჯოჯუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. 1973 წელს ფოთის ბავშვთა საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. ორი წლის შემდეგ რუსთავის სამშობიარო სახლში გადაიყვანეს, 1976 წელს კი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში უფროს ინსპექტორად დანიშნეს, მერე დედათა და ბავშვთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1983 წელს თბილისის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს დედათა და ბავშვთა დაცვის დარგში. ექვსი წლის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს დედათა და ბავშვთა დაცვის სამმართველოს უფროსად დააწინაურეს, საქართველოსთვის მძიმე პერიოდში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. 1995 წელს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სოციალური საკითხების განყოფილების უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს და წამყვანი სახელმწიფო მრჩეველის წოდება მიენიჭა. იმავე წელს, მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 2004 წლამდე იმუშავა. მუშაობს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წამყვან სპეციალისტად. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ. 187-189 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

