| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ სამხარაული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართული ხალხური ცეკვა თიანეთის სკოლაში შეისწავლა და 1958 წელს ჩაირიცხა ს. ზაქარიაძის სახელობის თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში (ქორეოგრაფებ: ა. ჩანტლაძე, კ. მანჯგალაძე და ა. თათარაძე). 1962 წელს მუშაობდა ჯერ თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების მთავარი საამმართველოს თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში ბ. დარახველიძის ხელმძღვანელობით და შემდეგ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში, ამავე წელს იგი გახდა ფინეთში, ჰელსინკში გამართული მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VIII ფესტივალის ლაურეატი. 1964 წლიდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე მსახიობია. ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსაბლ "ხერთვისის" სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი. 2021 წელს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის მიერ დაარსდა ჯემალ (ჯამლიკო) სამხარაულის სახელობის ფესტივალი. დაჯილდოებულია სხვადასხვა სახელმიფო ჯილდოებით. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988,.გვ.247-248; ჯემალ სამხარაული : ნეკროლოგი//საქართველოს რესპუბლიკა.- თბილისი, 2007.-6 ივნისი.- N105 (5706).- 15გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

