| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რატი ჩანტლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2015 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 2017 წელს; 2017 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი; 2020 წელს გაიარა მედიაციის 80 საათიანი სასერთიფიკატო ტრენინგ კურსი; 2021 წელს გაიარა დისტანციური ტრენინგი - საავტორო სამართალი ("CopyrightX") - ჰარვარდის სამართლის სკოლა, ბერკმან კლაინის ცენტრი; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2016 წელს - შპს "GLCG"-ში ("Georgian Legal Consulting Group") ადვოკატის თანაშემწე; 2016-2019წწ. - შპს "GLCG"-ში ("Georgian Legal Consulting Group") ადვოკატი; 2018 წლიდან - მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2019 წელს - შპს "AWARD Holding"-ში იურისტი; 2019-2021წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2021-2023წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე. 2024 წლის დეკემბრიდან - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; გორის რაიონული სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

