| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულიკო სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ეზიარა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში 1961-1969 წლებში, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის ს. ნონიაშვილის ხელმძღვანელობით. 1968 წელს ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ დამსახურებულ ანსამბლში მოცეკვავედ. დროთა განმავლობაში გ. სიხარულიძე ქართული ცეკვების ერთ-ერთ უბადლო შემსრულებლად ჩამოყალიბდა. მრავალფეროვანია მისი საშემსრულებლო რეპერტუარი, ქართულ ცეკვებთან ერთად ნიჭიერად ასრულებს "აზერბაიჯანულ", "ბერძნულსა" და სხვა ცეკვებს. დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით, არის კომუნისტური შრომის დამკვრელი. ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.251 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

