| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ტეხოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ქერი, ცხინვალის რაიონი. ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ეზიარა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1960 წელის მოცეკვავე-მსახიობად დაიწყო მუშაობა სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "სიმდში". იგი ინტენსიურად იყო დაკავებული ანსამბლის რეპერტუარში. მის მიერ შესრულებული პარტიებიდან გამოირჩევა მეუღლეთან - ზ. კოტაევასთან ერთად შესრულებული "ნარნარი", რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა წყვილს. 1971 წელს პ. ტეხოვი მეუღლესთან ერთად მონაწილეობა მიიღო სკკპ XXV- ე ყრილობისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში კრემლში. კოლექტივთან ერთად წარმატებით გამოდიოდა სამხრეთ ოსეთის ა/ო კულტურის დღეებზე თბილისში. ტეხოვების დუეტმა დიდი მოწონება დაიმსახურა 1981 წელს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ საზეიმო საღამოზე. 1982 წელს მოსკოვში, სახალხო მეურნეობის საკავშირო გამოფენაზე გამართულ საზეიმო კოცერტზე დიდი წარმატება ხვდა წილად ტეხოვების ოჯახის (მეუღლე - კლარა კოტაევა და ორი შვილი) მიერ დიდებულად შესრულებულ "ნარნარს". იგი დაჯილდოებულია სამხრეთ ოსეთის ა/ო საპატიო სიგელით, სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მედლითა და დიპლომით. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.255-256 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

