The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან სტურუა

დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1991  (35 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2013 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 2015 წელს; 2019 წელს გაიარა მედიაციის 40-საათიანი კურსი; 2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2014-2016წწ. - "თიბისი ბანკის" საკრედიტო ადმინისტრატორი; 2016-2020წწ. - სს "ტერაბანკის" იურიდიული, კორპორატიული მართვის და რეგულაციებთან შესაბამისობის განყოფილების სასამართლოსთან ურთიერთობის ჯგუფის იურისტი; 2020-2023წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი / მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის დეკემბრიდან - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: